სამგორის ყოფილ გამგებელს, მამუკა ჩოქურს ავტომანქანა უკვე მეორედ დაუწვეს

დღეს, გამთენიისას, სამგორის ყოფილი გამგებლის, მამუკა ჩოქურს ავტომანქანა უკვე მეორედ დაუწვეს.
შემთხვევა, დილით სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კვერნაძის ქუჩაზე, ყოფილი გამგებლის საცხოვრებელ სახლთან მოხდა.
“ტოიოტას” მარკის ავტომობილი სრულად დაიწვა, მიზეზი უცნობია.
„ნამდვილად ვერ გეტყვით მიზეზს, დილით დაიწვა, ექვსის ნახევარზე. არ ვიცი, იყვნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და დაადგენენ,“ – აცხადებს მამუკა ჩოქური.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე სახანძროს 2 ბრიგადა მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 25 მარტს, სამგორის რაიონის გამგებლის მამუკა ჩოქურის „ტოიოტას“ მარკის ჯიპს ცეცხლი წაუკიდეს. მაშინ გამგებელი მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები