სირიაში საქართველოს მოქალაქე მუხმად ფარეულიძე დაიღუპა
სირიაში საქართველოს მოქალაქე 14 წლის მუხმად ფარეულიძე დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაცია “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
გავრცელებული ცნობით კი გარდაცვლილი “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლი იყო.
შემთხვევა 25 დეკემბერს ერთ-ერთი ავიაიერიშის დროს მოხდა.
kvirispalitra.ge-ს ინფორმაციით, ის სოფელ ბირკიანიდან არის და მშობლებთან ერთად სირიაში, სავარაუდოდ, 2014 წლის დასაწყისში წავიდა.
„მამამისი ახმად ფარეულიძე იყო თარხან ბათირაშვილის, იგივე “ჟღალი გენერლის” თანასოფლელი, ასევე, მისი უახლოესი გარემოცვის წევრიც. 2016 წლის ზაფხულში, როდესაც ავიაიერიშის დროს ბათირაშვილი დაიჭრა, მასთან ერთად ასევე დაიჭრა ახმად ფარეულიძეც, თუმცა მოგვიანებით ბათირაშვილი დაიღუპა, ფარეულიძე კი გადარჩა. ახმად ფარეულიძე დღემდე იბრძვის “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში“, – ნათქვამია kvirispalitra.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.