გაჩიანში სისხლიანი გარჩევის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს

გაჩიანში სისხლიანი გარჩევის საქმეზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. ადვოკატებს საქმის მასალები უკვე გადაეცათ. დაკავებულ ზაზა ტუკვაძეს გამოძიება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას, ასევე იარაღის უკანონო ტარებას ედავება. ტუკვაძე ბრალს აღიარებს, თუმცა ნარკოტიკებთან რაიმე სახის კავშირს გამორიცხავს.
ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მუსლიმთა სასაფლაოზე შემთხვევით აღმოჩნდა, მას უცნობი ადამიანები ფიზიკურად გაუსწორდნენ და ცეცხლსასროლი იარაღი თავდაცვის მიზნით გამოიყენა. დანარჩენ ორ დაკავებულს კი, ბრალი სამართალდამცველებისთვის ჯგუფურად წინააღმდეგობის გაწევის მუხლით წარედგინათ.
გაჩიანში, ​სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე სამი ადამიანი 24 დეკემბერს დაჭრეს. ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის მუცლის არეშია დაჭრილი, ორი კი – ფეხში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები