პროკურატურაში ია კერზაიას შვილის გამოკითხვა დასრულდა

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი მთავარ პროკურატურაში გამოკითხეს. ბაჩანა შენგელია საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა და როგორც თავად ამბობს, მტკიცებულელები წარადგინა, რომლებიც ზუგდიდის მეექვსე სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების პროცესში სამართლებრივ დარღვევებს ადასტურებს.
მისი განცხადებით საქმეში განათლების მინისტრი და სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის რამდენიმე წარმომადგენელი ფიგურირებს. შენგელია მათ წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვს.
ზუგდიდის მეექვსე სკოლა განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურმა ნოემბერში შეამოწმა. დეკემბრის დასაწყისში კი სკოლის დირექტორი ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში მოხვდა.
ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები