„ჩვენ ერთად დავეხმარეთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება“ – ბერა და ნანუკა მეგობრებს მადლობას უხდიან

ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე ნანუკა გუდავაძე საქორწინო საჩუქართან დაკავშირებით მეგობრებს მადლობას უხდიან.

მადლობის წერილს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს.
როგორც წყვილი მადლობის წერილში აღნიშნავს, ქორწილში შესული თანხა მთლიანად ბავშვებზე მზრუნველ სამ ორგანიზაციას გადაერიცხა.

შეგახსენებთ, რომ ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ ჯვარი სვეტიცხოველში 12 ნოემბერს დაიწერეს. მათ სტუმრებს სთხოვეს, საჩუქრების სანაცვლოდ გარკვეული თანხა ეჩუქებინათ, რონელიც მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდებოდა.

“ძვირფასო მეგობრებო,
გულწრფელ მადლობას გიხდით, რომ 11 ნოემბერს ჩვენთან ერთად იყავით და გაიზიარეთ ჩვენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წუთები.
მადლობა რომ გულთან ახლოს მიიტანეთ ჩვენი თხოვნა საჩუქართან მიმართებაში.
გვსურს გაცნობოთ, რომ თქვენ მიერ გაცემული სახსრები მთლიანად გადაირიცხა ბავშვებზე მზრუნველ სამ ორგანიზაციაში: “Life Line”, “მზის შვილები” და “ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება”.
ჩვენ ყველა ერთად დავეხმარეთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება.
საუკეთესო სურვილებით,
ბერა და ნანუკა,-წერია წყვილის სამადლობელ წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები