დ.ღ -ს დედა: ჩემმა შვილმა სასამართლოში თქვა, მიხეილ კალანდია ფარდულში იდგა, კუთხეშიო

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ-ს დედამ პროცესის მიმდინარეობისას დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
როგორც ნატო ნახუცრიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, პროკურორი იტყუება, როცა ამბობს, რომ დ.ღ.-ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება მისთვის მოულოდნელი იყო.
“სამარცხვინოა, როდესაც არასრულწლოვანი ბავშვი ზის ბრალდებულის სკამზე და პროკურორები: ფხაკაძე და გუგუშვილი ტყუილს ამბობენ, ცრუობენ. ფხაკაძემ ისაუბრა იმაზე, რომ დაჩის არ ჰქონია მიცემული ჩვენება სასამართლომდეო, რაც არის სრული ტყუილი. ბავშვმა ყველაფერი თქვა სასამართლომდე და სასამართლოშიც დაადასტურა ის, რაც თქვა პროკურორებთან“, – განაცხადა ნატო ნახუცრიშვილმა.
მისი თქმით, დ.ღ-მ დაკითხვისას სიმართლე ილაპარაკა.
„ბავშვმა სრული სიმართლე ილაპარაკა, სასამართლომდეც და პროკურატურაშიც. ეს არის პროკურატურის დანაშაული, რომ ბავშვი არ ჩაწერეს და არ გაუფორმეს ეს ოქმად. ჩემმა შვილმა სასამართლოში თქვა, მიხეილ კალანდია ფარდულში იდგა, კუთხეშიო, გამოძიების დროსაც იგივე თქვა”, – აღნიშნა ნატო ნახუცრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები