“ხორავას ქუჩის საქმეზე” მიხეილ კალანდია დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასმართლოში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მოწმის სახით მიხეილ კალანდია დაიკითხა.
კალანდიას ადვოკატი ანი კოტეტიშვილი მედიასთან არ აკონკრეტებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჩვენებით ბრალდების მხარის პოზიცია გამყარდა თუ არა.
“ჩვენების შინაარსზე ბუნებრივია, ვერ გიპასუხებთ იქიდან გამომდინარე, რომ დახურული იყო სასამართლო სხდომა. ვერ დაგიდასტურებთ მისი ჩვენებით ბრალდების მხარის პოზიცია გამყარდა თუ არა, რადგან სხდომა დახურულია. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ამ საქმეზე მიხეილ კალანდია დაიკითხა და ჩვენება მისცა. როგორც იცით, ბევრი მიმდინარე სასამართლო სხდომაა, თუ კონკრეტულად რომელ საქმესთან დაკავშირებით იყო გუშინ პროკურატურაში დაბარებული, ვერ გეტყვით”, – განაცხადა ანი კოტეტიშვილმა.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებული დ.ღ.-ს სასამართლო პროცესი გაიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები