გავრცელებული ინფორმაციით, წავკისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულები დააკავეს-შსს ხვალ ბრიფინგს გამართავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო წავკისში მომხდარ საზარელ მკვლელობაში ბრალდებულთა დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, თემასთან დაკავშირებით უწყებაში ხვალ ბრიფინგი გაიმართება.
წავკისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულთა დაკავებაზე ინფორმაცია მედიაში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულები შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა, თუმცა მათ ჯერ ბრალი არ აქვთ წაყენებული.
პოლიციამ სავარაუდო დამნაშავეები სარფის საბაჟოსთან მაშინ დააკავა, როცა ისინი საქართველოს დატოვებას ცდილობდნენ.
მკვლელობა წავკისში გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილები ბიძაშვილები არიან: დავით და ლექსო ფეიქრიშვილები. მათ სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს.
დაპირისპირების მიზეზი ამ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე მომხდარი ავტოავარია გახდა. ლექსო ფეიქრიშვილი ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები