მიხეილ კალანდია მთავარ პროკურატურაში იმყოფება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი მიხეილ კალანდია მთავარ პროკურატურაში იმყოფება.

კალანდია საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა. არც ადვოკატს და არც მიხეილ კალანდიას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოყოფილ საქმეზე შსს-ში არასრულწლოვანთა გამოკითხვა გრძელდება.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 11 არასრულწლოვანი გამოიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები