ბრალდებულს, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და ცივი იარაღის ტარებისთვის, 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაერთგზის, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებული დ.ს. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დ.ს., რომელსაც 2018 წლის 5 თებერვალს, განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისთვის წარედგინა ბრალდება, ქ.თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა ასევე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას – 0,00032 გრ. ამფეტამინს და 0,00002 გრ. მეტამფეტამინს (0,000025 გრ. მარილი).
სამართალდამცველებმა დ.ს. 2018 წლის 17 მარტს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის) და სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (განზრახი ნაკლებად მძიმე და განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,-აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები