შს სამინისტროში, ხორავას ქუჩის საქმეზე, თვითმხილველი არასრულწლოვნების გამოკითხვა მიმდინარეობს

შს სამინისტროში, ხორავას ქუჩის საქმეზე, თვითმხილველი არასრულწლოვნების გამოკითხვა მიმდინარეობს. უწყების გამომძიებლების კითხვებს უკვე დაახლოებით 10-მდე მოზარდი პასუხობს. სამართალდამცველებმა, სკოლის ის მოსწავლეები გამოკითხეს, ვინც მკვლელობის უშუალო თვითმხილველია, თუმცა, დაკითხვის შემდეგ, არცერთი მოზარდი და მათი ოჯახის წევრები ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობენ.
“ვერაფერზე ვერ გაგცემთ პასუხს”, – აღნიშნა დაკითხვიდან გამოსულმა ერთ-ერთმა თვითმხილველმა მოწმემ.
გაუთქმელობაზე ხელის მოწერის გამო, საქმის დეტალებზე არც ადვოკატები საუბრობენ.
„ინფორმაციის გაცემისგან ვარ შეზღუდული, იმიტომ, რომ მე და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ორივე გაფრთხილებულები ვართ გაუთქმელობაზე“, – ამბობს ერთ-ერთი მოზარდის ადვოკატი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე გამოძიება გრძელდება და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვის პროცესი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები