ავტომობილის ქურდობის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ჭ., ქურდობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ნიკო ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგომზე გაჩერებული, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანიდან ფულისა და სხვადასხვა ნივთების ფარულად დაუფლებას ცდილობდა.
პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. გ.ჭ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები