გიორგი გახარია: ჩვენს დეპუტატებზე თავდამსხმელი „სუსის აგენტი“ დააკავეს

„ახლა შემატყობინეს, რომ ჩვენს დეპუტატებზე თავდამსხმელი „სუსის აგენტი“ დააკავეს, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დაკავებულია პირი, რომელმაც თელავში დეპუტატ თამარ ხულორდავას ავტომობილი დააზიანა.
აღსანიშნავია, რომ დღეს პარლამენტში საპარლამენტო ოპოზიციიის ლიდერებმა შს მინისტრს გიორგი გახარიას სურათები გადასცეს, სადაც, მათი თქმით, ჩანს, მამაკაცი, რომელიც თელავში, 2 დეკემბერს დეპუტატ ხულორდავას ავტომობილს ხელი დაარტყა და ავტომობილი დააზიანა.
მათი ინფორმაციით, აღნიშნული პირი 2 დეკემბერს პარლამენტთან გამართულ აქციაზე დაუპირისპირდა ოპოზიციის მხარდამჭერებს.
სერგი რატიანმა შს მინისტრს განუცხადა, რომ “ევროპულმა საქართველომ” შსს-ს აღნიშნული პირის ინდენტიფიცირება დაასწრო, რაზეც გიორგი გახარიამ უპასუხა:
„კი ვერ დამასწარით, თქვენ დროს, უბრალოდ, ასე მოკიდებდნენ. ჩვენ პიროვნების იდენტიფიცირებას იურიდიულ პროცედურას ვეძახით, რაც თქვენ არ გაინტერესებდათ. ამიტომ თქვენ რა დამასწარით, იცით? წახვედით ტელევიზორში, რაღაც ნახეთ, ამოიღეთ ეს სურათები და მომიტანეთ. რომ ვერ დამასწარით, სწორედ ამაზე მეტყველებთ იმიტომ, რომ იმასაც ვერ მიხვდით, სუს-ის აგენტი იყო თუ არ იყო, თუ ვინ იყო… დღეს ერთი ბრიფინგი მოაწყეთ მაგაზე, მერე აქ სურათები მომიტანეთ და ცირკი მოაწყეთ. ამ პირს რომ დააკავებენ, თქვენ წაგიყვანთ, შეგახვედრებთ და დაკითხეთ, ვისი აგენტი იყო. ეს ცირკია!” – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, დღესვე, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერმა, გიგი უგულავავამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პირი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს თელავში დეპუტატ სოფო ქაცარავას ავტომობილი დააზიანა, პროვოკატორია. მისივე თქმით, აღნიშნიული პირი 2 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე პროვოკაციას აწყობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები