ახმეტელის თეატრში „კონკიას“ პრემიერა გაიმართება
23, 30 დეკემბერს, 14 საათზე, ახმეტელის თეატრში პრემიერაა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, შარლ პეროს ცნობილი ზღაპრის „კონკიას“ მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა ლაშა გოგნიაშვილმა განახორციელა.
წარმოდგენა ზღაპრული დეკორაციითა და კოსტიუმებით, პატარების საყვარელი გმირებით კიდევ ერთხელ გვამოგზაურებს სიკეთისა და ბოროტების ჯადოსნურ სამყაროში… და სანამ ზღაპრული მეჯლისი დაიწყება, პატარა მაყურებელიც შეეცდება მოირგოს… თუმცა საბოლოოდ, როგორ გგონიათ, ვისი გახდება ბროლის ქოში?
მხატვარი – აივენგო ჭელიძე; ქორეოგრაფი – ლაშა რობაქიძე.
მონაწილეობენ: ვერონიკა კალანდარიშვილი, მაიკო ვაწაძე, თამარ ბეჟუაშვილი, იუკა ვასაძე, ნინო ციმაკურიძე, ნოდარ მელაძე, მამუკა მაზავრიშვილი, თამთა პატაშური, ვერონიკა კალანდარიშვილი, მაიკო ვაწაძე, გაგა მახათაძე, ვასილ შიხაშვილი, მალხაზ მიქავა.