ზუგდიდში თხილის ქარხანა დააყაჩაღეს-წაღებულია 50 ათასი ლარი
ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში თხილის ქარხანა „თურალ გრუპი“ დააყაჩაღეს. ამავე ინფორმაციით, წაღებულია 50 000 ათასი ლარი და ნაცემია ერთ-ერთი თანამშრომელი.
ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დაშავებული თანამშრომელი, რომელსაც დაზიანება თავის არეში აქვს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც “თურალ ჯგუპის” ერთ-ერთი მფლობელი მაია მიქავა აცხადებს, ქარხანაში სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და მათ თანამშრომლები გაკოჭეს.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.