თამარ ჩუგოშვილი: თამარ ჟვანია არის ადამიანი, რომელსაც მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ჯილდოები აქვს მიღებული
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, წლების განმავლობაში, ყველა საარჩევნო დამკვირვებლის დასკვნაში ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მუშაობა აღნიშნულია, როგორც კარგად ორგანიზებული.
„ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენა პრეზიდენტის კომპეტენციაა. თავის დროზე თამარ ჟვანია პრეზიდენტს სამმა წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შესთავაზა და პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტს წარმოუდგინა. რამდენადაც ვიცი, კონსულტაციები ახლაც მიმდინარეობს. დანარჩენი პრეზიდენტის კომპეტენციაა და თავად ის გადაწყვეტს, ვის წარმოადგენს. თამარ ჟვანია არის ადამიანი, რომელსაც „აიფესისგან“, ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განხორციელებული რეფორმებისთვის ჯილდოები აქვს მიღებული”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.