ეკა ბესელიას საერთაშორისო ექსპერტს საპარლამენტო განვითარების დარგში ჯონათან მერფის შეხვდა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოში ვიზიტით მყოფ საერთაშორისო ექსპერტს საპარლამენტო განვითარების დარგში ჯონათან მერფის შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს პარლამენტის ინსტიტუციური განვითარების გეგმაზე, კონკრეტულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე და ამ კუთხით გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობის საკითხებზე.
აღინიშნა, რომ გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, წინა მოწვევის პარლამენტში დაინერგა ბევრი სიახლე ანგარიშვალდებულებისა და ზედამხედველობის გაძლიერების კუთხით.
ეკა ბესელიამ სტუმარს გააცნო საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე რამდენიმე რეფორმა, მათ შორის მოქალაქეთა ჩართულობის რეფორმირების ჯგუფის საქმიანობა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს.
ჯონათან მერფიმ დადებითად შეაფასა პარლამენტში დანერგილი კარგი პრაქტიკა და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოში განხორციელებული რეფორმები აისახება მის მიერ მომზადებულ კვლევაში.
„ვისაუბრეთ ინსტიტუციური განვითარების გეგმაზე, რომელიც პარლამენტის სჭირდება. ჩვენი დონორი – გაეროს განვითარების პროგრამა ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორია, რომელიც წლებია მუშაობს პარლამენტის ინსტიტუციური განვითარების გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული ცალკეული პროექტების მხარდაჭერაზე.
წინა მოწვევის პარლამენტში, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით დაინერგა ახალი სამოქმედო გეგმა, ანგარიშვალდებულების ახალი ფორმები, ზედამხედველობის ახალი და პირველი პრეცენდენტები. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ სასწავლო ცენტრის კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანური რესურსებისა და უნარ-ჩვევების გაძლიერების კუთხით ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მათი დახმარება მნიშვნელოვანი იქნება”,- განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ეკა ბესელიამ.