თბილისის ქალთა გუნდი 5 წლისაა – საიუბილეო კონცერტი გაიმართება
23 დეკემბერს, 19:30 საათზე, ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი საიუბილეო სოლოკონცერტს უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კონცერტი თბილისის ქალთა გუნდის 5 წლის საიუბილეო ღონისძიებაა.
შესრულდება ქართული და მსოფლიო საგუნდო მუსიკის შედევრები. მოწვეული სტუმრის სტატუსით კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ფოლკლორული ანსამბლი „შავნაბადა“, რომელთან ერთადაც თბილისის ქალთა გუნდმა განახორციელა ერთობლივი ექსპერიმენტული პროექტი.