“ჩვენი უწყებები, რომლებიც დაკავებულნი არიან საქართველოს უსაფრთხოებით, უმაღლეს დონეზე ასრულებენ თავის მოვალეობას”

“ჩვენი უწყებები, რომლებიც დაკავებულნი არიან საქართველოს უსაფრთხოებით, მართლაც უმაღლეს დონეზე ასრულებენ თავის მოვალეობას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მთავრობის წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ყველა პარტნიორი ქვეყანა მათ მაღალ პროფესიონალიზმს ხაზგასმით აღნიშნავს.
„ტერორიზმი არის ყველაზე დიდი გამოწვევა მსოფლიო თანამეგობრობისთვის, ძალიან მტკივნეული. ჩვენ ყოველ დღე საერთაშორისო მედიაში ვადევნებთ თვალყურს, რომ ეს გამოწვევა ხდება ყოველ დღე უფრო და უფრო მტკივნეული. მე სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი უწყებები, რომლებიც დაკავებული არიან საქართველოს უსაფრთხოებით, მართლაც უმაღლეს დონეზე ასრულებენ თავის მოვალეობას და ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა აღნიშნავს მათ ძალიან მაღალ პროფესიონალიზმს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები