პირს, რომელიც „იეჰოვას“ მოწმეებს ფიზიკურად გაუსწორდა, ბრალდება წარედგინა

პროკურატურამ რელიგიური ნიშნით დევნისთვის ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
2018 წლის 19 დეკემბერს, საქართველოს პროკურატურამ ძალადობით ჩადენილი რელიგიური ნიშნით დევნისთვის გ.მ.-ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ბრალდება წარუდგინა.
„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაცხვში გ.მ.-სთან, რ.კ. მის თანამოაზრე – გ.ფ.-სთან ერთად რელიგიური მოძღვრების და ლიტერატურის გავრცელების მიზნით მივიდა. რელიგიურ თემაზე საუბრისას, გ.მ.-ს კითხვაზე, თუ საიდან იყვნენ ისინი, მათ უპასუხეს, რომ წარმოადგენდნენ „იეჰოვას“ მოწმეებს, რამაც გ.მ.-ს გაღიზიანება გამოიწვია და რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც რ.კ.-ს სახის არეში ხელი დაარტყა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები