წყალტუბოში საახალწლო სამზადისი დაიწყო
წყალტუბოში საახალწლო სამზადისი დაიწყო. საახალწლო ქალაქი წყალტუბოელებს და ქალაქის სტუმრებს 22 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით სხვადასხვა კულტურულ-გასართობ ღონისძიებას სთავაზობს.
როგორც „კვირას“ წყალტუბოს მერიიდან აცნობეს, საახალწლო განათებებით მოირთვება ქალაქის შესასვლელი, ცენტრალური პარკი და საკონცერტო დარბაზ ,,ივერიის“ მიმდებარე ტერიტორია.
ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია დაგეგმილია 22 დეკემბერს 18:00 საათზე, გაიმართება კონცერტი ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლების მონაწილეობით.
28 დეკემბერს საკონცერტო დარბაზ ,,ივერიაში“ ფოლკლორული ანსამბლ ,,ნადურისა“ და ფინეთიდან მოწვეული მომღერლის ლუიზა ომაროვას ერთობლივი ფოლკლორული კონცერტი ჩატარდება.
1 იანვარს, 13:00 საათზე, საკონცერტო დარბაზ ,,ივერიაში“ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრთან“ არსებული წრეების მონაწილეობით წარმოდგენილი იქნება ,,საახალწლო ზღაპარი’’.
2 იანვარს, 13:00 საათზე, საკონცერტო დარბაზ ,,ივერიაში“ გაიმართება სტუდია „ცისარტყელა“ საესტრადო კონცერტი.
3 იანვარს, 17:00 საათზე, საკონცერტო დარბაზ ,,ივერიაში“ სტუდია „ცისარტყელა“ წარმოადგენს სპექტაკლს: „წუნა და წრუწუნა“.
9 იანვარს, 18:00 საათზე საკონცერტო დარბაზ ,,ივერიაში“ ნიღბების თეატრი წარმოადგენს ,,საახალწლო ზღაპარს’’
ძველით ახალ წელს – 14 იანვარს, 17:00 საათზე, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით ჩატარდება საზეიმო კონცერტი.
საახალწლო საჩუქრები ტრადიცულად დაურიგდებათ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს, საჩუქრების შესაძენად 2018 წლის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 12000 ლარია გამოყოფილი.