„ჩემი საახალწლო ზღაპარი“ – ღია შეხვედრა გაიმართება
20 დეკემბერს, 19.00 საათზე, არტფსიქოლოგია და ფსიქოთერაპია წინასაახალწლო ღია შეხვედრას გამართავს.
„ჩვენ ვისაუბრებთ ზღაპრის, როგორც ყველაზე თბილი და კეთილი მეტაფორის შესაძლებლობებზე, ადამიანების უსასრულო რესურსებზე, რასაც ზღაპრის ჯადოსნური სამყარო იძლევა, გავეცნობით ზღაპართერაპიას, როგორც არტთერაპიის მიმართულებას და ერთად დავწერთ ახალ საახალწლო ზღაპარს – ჩვენთვის და ჩვენი ახლობლებისთვის.
ჩვენი მეგზური იქნება ცნობილი ქართველი მხატვრის – ნინო ჩაკვეტაძის ნახატების მიხედვით შექმნილი მეტაფორული ბარათები “საგანძური”, ასევე, არაჩეულებრივი ზღაპრული, ჯადოსნური გარემო, რომელსაც ჩვენ ერთად შევქმნით.
შეხვედრის მასპინძელი – ეთერ ფილიპოვიჩი, მედიცინის დოქტორი, სეტიფიცირებული არტთერაპევტი, ტრენერი, არტქოუჩი, ნლპ პრაქტიკოსი.
დასწრების საფასური – საჩუქრად.
შეხვედრაზე ვიწვევთ ყველას, ვისთვისაც ჯერ კიდევ არ დასრულებულა ბავშვობის თბილი, ზღაპრული მოგონებები და სურს, ხელმეორედ იმოგზაუროს იქ, სადაც ძალიან ბედნიერი იყო.
შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, შეიძინონ მეტაფორული ბარათების ნაკრები “საგანძური” ნინო ჩაკვეტაძის ავტოგრაფით.
შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია – გამოგზავნეთ მოკლე შეტყობინება, – “მსურს დავწერო ჩემი საახალწლო ზღაპარი”, – ელფოსტაზე: art-info.course@yandex.ru“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მის: ჯავახეთის ქ.2, ოფისი 3.