„შობის პაპის წერილების“ წარდგენა გაიმართება
19 დეკემბერს, 19:00 საათზე, ბიბლუსი გალერეაში ჯ.რ.რ ტოლკინის „შობის პაპის წერილების“ წარდგენა გაიმართება. ღონისძიება კამპანიის “კაცები ზრუნავენ” ჩართულობით ჩატარდება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, წიგნს წარადგენენ მწერლები: ალექსანდრე ლორთქიფანიძე, დათო გორგილაძე; მთარგმნელი ნიკა სამუშია.
ჯ.რ.რ ტოლკინის „შოპის პაპის წერილები“ გაფორმებულია ავტორისეული ორიგინალი ილუსტრაციებითა და წერილებით.
ეს არის წერილები, რომლებსაც ავტორი საკუთარ შვილებს წლების განმავლობაში სწერდა, როგორც შობის პაპა.
„წელს ძალიან დაკავებული ვარ, წერილის დასაწერად არ მცალია… სიყვარულით მოგიკითხავ. იმედია, მატარებელი კარგად ივლის. გაუფრთხილდი მას. გკოცნი“. სიყვარულით, შობის პაპა.
კამპანია „კაცები ზრუნავენ“ ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. კამპანიის მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით – საზოგადოების გაძლიერებას. მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა მამაკაცს, რომელიც კამპანიის იდეას იზიარებს.
მის: კანდელაკის #7