ქეთევან ციხელაშვილი: რომ არა რუსეთის საოკუპაციო ძალები, ხალხთა შორის კავშირები ადვილად აღსდგება

ქართული მხარის მიერ სამშვიდობო პოლიტიკისკენ მიმართულ ნაბიჯებს რეალური შედეგები მოაქვს და რომ არა რუსეთის საოკუპაციო ძალები, ხალხთა შორის კავშირები ადვილად აღსდგება,-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა პარლამენტში გამართული ელჩების კონფერენციაზე განაცხადა.
ქეთევან ციხელაშვილმა დეტალურად მიმოიხილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ბოლო წლებში რუსეთის გაძლიერებული შეიარაღება, ხელოვნური ბარიერების ინსტალაციის პროცესი, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოქალაქეთა გატაცების ფაქტები და მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა თავად ოკუპირებულ რეგიონებში.
მისი განცხადებით, ყურადსაღებია, რომ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ მოქალაქეთა 90%-ს წარმოადგენენ ისინი, ვინც ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლას ცდილობენ, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქართული მხარის მიერ სამშვიდობო პოლიტიკისკენ მიმართულ ნაბიჯებს რეალური შედეგები მოაქვს და რომ არა რუსეთის საოკუპაციო ძალები, ხალხთა შორის კავშირები ადვილად აღსდგება.
„აღმოსავლეთ ევროპაში უკანასკნელ წლებში განვითარებული მოვლენები ნათლად მიუთითებს, რომ ათი წლის წინ რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრა არ იყო მხოლოდ ჩვენ ქვეყანაზე თავდასხმა. ეს იყო ევროპაზე თავდასხმა” – განაცხადა ციხელაშვილმა.
საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ელჩების კონფერენციაზე შედგა დისკუსია თემაზე „უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად”. სადაც მომხსენებლებად წარდგნენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი და კონფერენციის საპატიო სტუმრები – რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის ვიცე-პრემიერი კრისტინა ლესნიკი და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების მინისტრი ვადიმ ჩერნიში.
პანელის დაწყებამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სტუმრებს მოკლე მიმოხილვის სახით გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და რუსული მხარის მიერ ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯები. მინისტრმა სტუმრებს ასევე წარუდგინა საქართველოს ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები