ზაზა სარალიძე: დღის წესრიგში დგას კონკრეტული პირების დაკავების საკითხი

„დღის წესრიგში დგას კონკრეტული პირების დაკავების საკითხი“, – ამის შესახებ ზაზა სარალიძემ შსს-ში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა საგამოძიებო უწყებაში გამოძიების შედეგები და მოპოვებული ახალ მტკიცებულებებს გაეცნო.
მისი ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელისგან, ვლადიმერ ბორცვაძისგან, პირობა მიიღო რომ ყველა დამნაშავე დაისჯება.
„დღის წესრიგში დგას კონკრეტული პირების დაკავების საკითხი, მაგრამ არ ვიცი, რატომ იკავებენ თავს, რა ხდება. მაგრამ რომ ჩავალ ბოლომდე, გადავიკითხავ საქმის მასალებს, უკვე კონკრეტულ კითხვებს დავსვამ. მე არ განვიხილავ მხოლოდ და მხოლოდ კალანდიას საკითხს, მე განვიხილავ ყველა ადამიანის საკითხს, ვინც შემხებლობაში იყო ამ საქმესთან და ნებისმიერი, ის პროკურორი იქნება, თუ გამომძიებელი იქნება, თუ ვინც კი დანაშაული ჩაიდინა ამ საქმის გაყალბებაში, ყველა უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ, რომელიც შსს-ში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.
ნესტან ლონდარიძის განცხადებით, შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ამ ეტაპზე საქმესთან დაკავშირებით განმეორებით არიან გამოკითხული არასრულწლოვანები, ასევე მათი ოჯახის წევრები.
ადვოკატის ინფორმაციით, გამოკითხულია არაერთხელ მირზა სუბელიანიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები