თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო ექსპერტს, ჯონათან მერფისს შეხვდა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ევროკავშირისა გაეროს განვითარების პროგრამის მოწვევით მყოფ საერთაშორისო ექსპერტს, ჯონათან მერფისს შეხვდა.
როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის მიზანი 2016 წელს შემუშავებული და ბიუროს მიერ დამტკიცებული პარლამენტის ინსტიტუციური რეფორმის გეგმის (Institutional Reform Plan – IRP) შესრულების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება შემდგომი 2 წლისთვის იყო.
მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს IRP გეგმა და პარლამენტის საქმიანობის მრავალი მიმართულებას შეეხნენ.
თამარ ჩუგოშვილმა ჯონათან მერფისს ინფორმაცია ინსტიტუციური რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ ცვლილებებზე, უფრო კონკრეტულად, პარლამენტის ახალ რეგლამენტსა და საქართველოს კონსტიტუციაზე, რომელიც პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევიდა ძალაში, სრულყოფილად მიაწოდა.
​გეგმა, გამომდინარე იქიდან, რომ წინა მოწვევის პარლამენტის დროს შემუშავდა, საჭიროებს განახლებას, რომლის ფარგლებში აუცილებელია საერთაშორისო ექსპერტთა ჩართულობა და მათგან რეკომენდაციების მიღება.
ბატონი მერფი გახლავთ ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი საპარლამენტო განვითარების დარგში, რომელსაც უმუშავია სხვადასხვა პარლამენტთან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები