ტრამპი Facebook-ს, Twitter-ს და Google-ს დემოკრატების მიმართ მიკერძოებაში ადანაშაულებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Facebook-ის, Twitter-ისა და Google-ის კომპანიები მის მიმართ არაობიექტურობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ისინი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლების ინტერესებს ანიჭებენ უპირატესობას.
“Facebook, Twitter და Google იმდენად მიკერძოებულები არიან დემოკრატების მიმართ, რომ ეს უკვე სასაცილოა! Twitter კი უფრო აფერხებს ხალხს შეუერთდნენ @realDonaldTrump (ტრამპის ექაუნთს). მათ უამრავი მომხმარებელი წაშალესდა მათ ეს აღიარეს, მაგრამ არაფერი მოიმოქმედეს!”,- წერს ამერიკის პრეზიდენტი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები