გომელაური ოპოზიციაზე: არაერთხელ დაუბრალებიათ, რომ სუს-ი უთვალთვალებთ, თუმცა არცერთი დამადასტურებელი ფაქტი არ დაუდიათ

ჩვენ ამ საკითხში ჩართულები არ ვყოფილვართ. ეს არის სრული აბსურდი, – ასე გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს, რომ მას და დავით კირკიტაძეს დაკავებამდე სუს-ის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ.
გომელაურის თქმით, სუს-ს თვალთვალს ხშირად აბრალებენ, მაგრამ ამის არცერთი დამადასტურებელი ფაქტი არ წარმოუდგენიათ.
“არანაირი საგანგებო რეჟიმი არ არის. ბატონმა მელიამ განაცხადა, რომ ისინი იყვნენ სუს-ის თანამშრომლები, თუმცა პოლიციის თანამშრომლები არიან და ეს მათმა ხელმძღვანელმაც თქვა. ჩვენ ამ საკითხში ჩართულები არ ვყოფილვართ. ეს არის სრული აბსურდი. არაერთხელ მომხდარა დაბრალება, რომ სუს-ი უთვალთვალებთ, თუმცა არცერთი ამის დამადასტურებელი ფაქტი არ დაუდიათ”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები