ვახტანგ გომელაური თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე: მტკიცებულებები გამოძიებამ უნდა დადოს და არა სუს-მა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ამ ეტაპზე თავად განცხადების გაკეთებისგან თავს იკავებს.
“ყოველთვის თავს ვიკავებთ ამ მიმართულებით განცხადების გაკეთებისგან. დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიებამ უნდა დადოს მტკიცებულებები, მასალები და არა სუს-მა, პროკურატურამ თუ შსს-მ. გამოძიებამ უნდა წარადგინოს მტკიცებულებები”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები