ირაკლი ზარქუა: საქართველო არ იმსახურებს ასეთ მარგინალურ ოპოზიციას, რომელიც იწევს პოლიციაზე

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა ოპოზიციას ბიუჯეტის წაკითხვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში უფასო სასადილოებისა და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების საჭიროებების დაფინანსება გაზრდილია, ოპოზიცია კი ცრუობს, როცა ამტკიცებს, რომ მათი დაფინანსება მომავალი წლის ბიუჯეტში შემცირებულია.
„ამ კომპეტენციით გვესაუბრება ოპოზიცია. საქართველო არ იმსახურებს ასეთ მარგინალურ ოპოზიციას, რომელიც იწევს პოლიციაზე, საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებზე, საზოგადოებასა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე. კეთილი ინებონ და თავად გახდნენ კონსტრუქციულები. როდესაც აპელირებენ საკითხზე, რომ ქვეყანა ორად არის გაყოფილი, არავის არ გაუყვია ორად. კეთილი ინებონ და მიიღონ მონაწილეობა განხილვებში, თუ გარკვეულ საკითხებში არის ხარვეზები, მზად ვართ ვიმსჯელოთ და არა ისე როგორც ახლა, რომ ბიუჯეტში გაზრდილ პროექტებზე გვითხრან შემცირებულიაო. შოუს მოწყობა ვისაც უნდა შეუძლია მოაწყოს გარეთ და არა სხდომათა დარბაზში“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები