ელენე ხოშტარია: ბურჭულაძისგან განსაკუთრებულად მძიმე დარტყმაა სახელმწიფოსთვის

ჩემი პარტიის წევრი რომ იყოს, ზუსტად იმავეს ვიტყოდი. ვინც ამას აკეთებს, სახელმწიფოს ზურგში დანას ურტყამს, – ასე შეაფასა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პაატა ბურჭულაძის იმ საღამოზე სიმღერა, რომელსაც პუტინი ესწრებოდა.
ხოშტარიას თქმით, ბურჭულაძე მომღერლის გარდა სერიოზული პოლიტიკური ფიგურა იყო და მისგან ასეთი საქციელი მიუღებელია.
„ჩემი პარტიის წევრი რომ იყოს, ზუსტად იმავეს ვიტყოდი. ვინც ამას აკეთებს, სახელმწიფოს ზურგში დანას ურტყამს. ამ თვალსაზრისით არანაირი ორმაგი სტანდარტი არ არსებობს. ბურჭულაძე განსხვავებული შემთხვევაა, მომღერლის გარდა, საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ფიგურა იყო. განსაკუთრებული პასუხისმგებლობები აქვს და მისგან ასეთი საქციელი კიდევ უფრო მიუღებელია. ამას რომ თავი დავანებოთ, ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელია ის, როცა რუსეთი ილუზიას ქმნის, რომ ხალხი მათთან ურთიერთობაში თავს გადასარევად გრძნობს და ვითომ კულტურა სხვა სფეროა. პაატა ბურჭულაძე პოლიტიკოსია, კულტურის სფეროში საქართველოს ერთ-ერთი სახეა და მისგან განსაკუთრებულად მძიმე დარტყმაა სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა ხოშტარიამ.
15 დეკემბერს რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტზე პაატა ბურჭულაძემ იმღერა. ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა და სიტყვითაც გამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები