შსს-მ კახეთში საპროტესტო კოლონის ერთ-ერთ მანქანაში დაუდგენელი ნივთიერების შესხურების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 დეკემბერს, კახეთში საპროტესტო კოლონის ერთ-ერთ მანქანაში დაუდგენელი ნივთიერების შესხურების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

კადრები, რომელიც მედია საშუალებებით გავრცელდა, ასახულია თუ როგორ ასხურებს კახეთში უცნობი პირი დაუდგენელ ნივთიერებას  საპროტესტო კოლონის ერთ-ერთ მანქანაში.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციითვე, ჩატარდება ვიდეომასალაში დაფიქსირებული პირის დადგენისთვის საჭირო საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები. საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე დაბარებული იქნებიან დაზარალებულები და სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები