სოფიო ქაცარავა: სამწუხარო რეალობაა, რომ გვიწევს იმ პროვოკაციული ფონის შეფასება, რომლის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას

ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის მეორე დღეს ამ თემებზე გვიწევს საუბარი, იმის ნაცვლად, რომ ინაუგურაცია და პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული ძალიან ძლიერი გზავნილები შევაფასოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფიო ქაცარავამ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„სამწუხარო რეალობაა ის, რომ ჩვენ გვიწევს იმ პროვოკაციული ფონის შეფასება, რაც გუშინ არ დაწყებულა, მაგრამ ძალიან გამწვავდა და ამ გამწვავების უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას“, – განაცხადა ქაცარავამ.

როგორც ქაცარავამ აღნიშნა, ინაუგურაციის ცერემონიის გამართვამდე, ბრიფინგზე „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდა, პროვოკაციებისგან თავი შეეკავებინათ, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, მაგრამ სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ამის გაცნობიერება ვერ მოხდა.

მისი თქმით, ინაუგურაციის შემდეგ, როცა ის და მისი სამი კოლეგა მანქანით გადაადგილდებოდა, აქციის აქტივისტებმა მანქანას ალყა შემოარტყეს და დააზიანეს.

ცხადია, ჩვენ გადმოვედით მანქანიდან, პოლიცია მოვიდა და სამართალდამცველებმა ძალიან პროფესიონალურად, მშვიდად და კონსტრუქციულად იმოქმედეს. ძალიან რთული იყო იმ პროვოკაციების თავიდან აცილება, რაც იქ ხდებოდა და ვნახე. თუმცა, სამართალდამცველებმა ეს შეძლეს, რადგან გუშინ, მთავარი ამოცანა იყო, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რაც გუშინ ვნახეთ, ინაუგურაციის ცერემონია მშვიდ გარემოში ჩატარებულიყო“, – განაცხადა ქაცარავამ.

სოფიო ქაცარავამ ასევე განაცხადა, რომ კანონის წინაშე ნებისმიერი ადამიანი თანასწორია და კირკიტაძე იქნება, თუ სხვა ადამიანი, თუ ის აგრესიასა და ძალადობაშია ეჭვმიტანილი, ამ ყველაფერს სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები