დავით კირკიტაძე მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით კირკიტაძის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გამოძიება დაიწყო.
როგორც შს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმას პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მათივე ინფორმაციით, დავით კირკიტაძე მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
ამასთან, შსს-ში არ გამორიცხავენ რომ გამოძიების პროცესში ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები