ფონიჭალაში ორი ნარკორეალიზატორი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ნ.ა. და 1997 წელს დაბადებული ა.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფონიჭალაში დააკავეს.
“ნ.ა.-ს შემთხვევაში, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო, ხოლო ა.მ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვების დროს, დაკავებულებისგან 4 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები შეიძინეს, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნით, ჰეროინს შეიცავს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს”, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები