ია მეტრეველი ელისო კილაძის ინაუგურაციაზე მიწვევაზე: ქალბატონი სალომეს პატივისცემა, თორემ ნამდვილად აღარ დავესწრებოდი
ქალბატონი სალომე საქმის კურსში არ იყო ისე მოხდა ელისო კილაძის დაპატიჟება ინაუგურაციაზე,- ამის შესახებ ია მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მეტრეველი მიიჩნევს, გახეთ ” “წრონიკა +”-ის რედაქტორის ელისო კილაძის ინაუგურაციაზე დაპატიჟება პროვოკაციაა. მეტრეველის განცხადებით, ამის მიუხედავად იგი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე მისვლას მაინც აპირებს.
მისი თქმით, ელოსო კილაძე “ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენს და “ქართული ოცნების” პირდაპირი მტერია.
“ვინაიდან, ქალბატონი სალომე, არ იყო საქმის კურსში და ისე მოხდა ეს გაუგებარი საქციელი, ვგულისხმობ ელისო კილაძის დაპატიჟებას პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, გადავწყვიტე მაინც დავესწრო ამ ისტორიულ ღონისძიებას ,ქალბატონი სალომეს პატივისცემით, თორემ ნამდვილად აღარ დავესწრებოდი, რადგან ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს. ელისო კილაძე, რომელმაც სასტიკი შეურაცხყოფები აყენა საზოგადოების დიდ ნაწილს, რა თქმა უნდა, ჩემი ჩათვლით და რაც მთავარია, ქალბატონი სალომეს მიმართაც არ დაუშურებია “ქათინაურები”. ყველამ კარგად ვიცით რომ ეს ქალბატონი წარმოადგენს პირდაპირ, “ნაციონალურ მოძრაობას” და პირდაპირი მტერია “ქართული ოცნების”,რას ნიშნავს მისთვის მოსაწვევის გაგზავნა,თუ არა მიზანმიმართულ პროვოკაციას, რომლითაც ფაქტიურად დასცინეს საზოგადოებას. იმედია, გაარკვევენ საიდან მოდის ეს პროვოკაცია და ვინ დგას ამის უკან,-წერს ია მეტრეველი.