საქართველოს ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი იაროსლავ კუბერა ეწვია

საქართველოს ცოტა ხნის წინ, ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი იაროსლავ კუბერა ეწვია.
ჩეხ სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია დახვდა, რა დროსაც მათი შორის ხანმოკლე საუბარი გაიმართა.

როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილემ კუბერას მადლობა გადაუხადა ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოსვლისთვის. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად მზადყოფნა გამოხატეს.

ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი თელავში ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება და მონაწილეობას მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ჩეხეთი საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდამჭერია, როგორც ქვეყნის ევროპული, ისე ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.  ჩეხეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

საყურადღებოა, რომ საქართველო-რუსეთის ომის 10 წლისთავზე, ჩეხეთის საგარეო უწყებამ საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა, სადაც რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაგმო. ​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები