სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდაზე, მამა დავითის ეკლესიაში, ლოცვას დაესწრო

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს მთაწმინდაზე, მამა დავითის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდა, სადაც ლოცვას დაესწრო. მთაწმინდამდე, სალომე ზურაბიშვილმა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში ილია ჭავჭავაძის საფლავი გვირგვინით შეამკო.
სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდაზე შვილთან, თეიმურაზ გორჯესტანთან ერთად იმყოფებოდა.
არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია ხვალ თელავში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები