თბილისის საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმის მეორე პლენარული სესია: – ინოვაციური განვითარების არსებული ინსტრუმენტები მდგრადი განვითარებისთვის

0

თბილისის საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმის მეორე პლენარული სესია დაეთმო თემას – “ინოვაციური განვითარების არსებული ინსტრუმენტები  მდგრადი განვითარებისთვის”.
სესიას მოდერატორის, საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, მეორე სხდომა დაეთმო წარმატებული მაგალითების წარმოდგენას, რომელ ქვეყნებშიც ეკონომიკური და ფინანსური პლატფორმები რეალურად არის ამუშავებული და მიმდინარეობს წყაროების მობილიზაცია იგივე გადასახადების სახით, ასევე, მოქმედებს სხვადასხვა ფილანტროპული პლატფორმები გლობალურ დონეზე, როგორც რეგიონულ, ისევე ქვეყნების დონეზე.
სესიაზე ლუკ ლაპონტემ (გლობალური საბჭო, კონკორდია) თავისი გამოსვლა დაუთმო საკითხს – გლობალური ხედვა ინოვაციური დაფინანსებისათვის. მისი თქმით, ფინანსების მოზიდვას ინოვაციური კუთხით უდგებიან. დასახულია ფულის მოძიების ახალი გზებიც. ამასთანავე, მისივე თქმით, დიდი ძალისხმევაა მიმართული არა მხოლოდ ფინანსების მოძიებაზე, არამედ ცოდნის დაგროვებისთვისაც, რომელიც ფინანსების ეფექტურ ხარჯვაზე ანალიზს ეყრდნობა:  საჭიროა არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ადამიანური კაპიტალი – გვჭირდება თაობების, პიროვნებების გაზრდა, თუ როგორ მოიპოვონ დაფინანსება და როგორ დახარჯონ შემდეგ ის საუკეთესო ფორმითა და მიმართულებებით.
საქართველოს სოლიდარობის ფონდის სამედიცინო განყოფილების უფროსმა, ეკატერინე ფესტვენიძემ ამ კუთხით ქვეყნის განვითარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სოლიდარობის ფონდი, რომელიც 2014 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა, წარმოადგენს ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითს. სოლიდარობის ფონდი ეხმარება ბავშვებს, ახალგაზრდებს მძიმე დაავადებების დაძლევაში. მისი განცხადებით, ფონდის შექმნაში და შემდეგ მის წარმატებულ ოპერირებაში, რომელმაც ასობით ბავშვს სიცოცხლე შეუნარჩუნა,  უნდა აღინიშნოს ასევე მარიამ ჯაშის  დიდი მცდელობა და ძალისხმევა. მან ისაუბრა სოლიდარობის ფონდის შექმნის წინაპირობებზე, მიზნებსა და შედეგებზე.
დევიდ ჰილმანმა (დირექტორი, Stamp Out Poverty, გაერთიანებული სამეფო) ისაუბრა ინოვაციური განვითარების რეგიონულ გამოცდილებაზე ევროკავშირთან მიმართებაში, ხოლო ვინი პატრიკ სალდანამ (UNAIDS-ის რეგიონული დირექტორი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში) – აივ/შიდსზე რეაგირებისთვის ინოვაციურ დაფინანსებაზე.
მოხსენებების შემდეგ, სესია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი