ზურაბ ჯაფარიძე: ავლაბრის სასახლე უნდა გაიყიდოს

„ავლაბრის სასახლე უნდა გაიყიდოს“, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ქუთაისში, დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლე არა თბილისში, არამედ ქუთაისში უნდა იყოს.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ავლაბრის სასახლე საერთოდ უნდა გაიყიდოს. ჩემი აზრით, პრეზიდენტის სასახლე არა თბილისში, არამედ ქუთაისში უნდა იყოს“, -განაცხადა ჯაფარიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები