ამაღამ რუსთაველის გამზირი – თბილისის კლასიკური გიმნაზიიდან თავისუფლების მოედნამდე გადაიკეტება
თბილისის მერია საახალწლო განათებების მონტაჟთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
“დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი – თბილისის კლასიკური გიმნაზიიდან თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ 00:00 საათიდან, 16 დეკემბრის 07:00 საათამდე გადაიკეტება.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”,- ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.