პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება 2019 წლის 8 იანვრამდე აიკრძალება

შს სამინისტრო, საახალწლო ღონისძიებების მომზადებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას ამცნობს, რომ დღეიდან, 2019 წლის 8 იანვრამდე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, 12:00 საათზე, ქალაქ თბილისის მერიის მიერ საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება. პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა 2019 წლის 8 იანვარს აღდგება”,-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები