გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო ჯილდოებით სულ 767 ადამიანის ღვაწლი აღნიშნა

0

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელების 5 წლიან პერიოდში, სახელმწიფო ჯილდოებით სულ 767 ადამიანის ღვაწლი აღნიშნა.

როგორც “კვირას” პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული გმირის წოდება სიკვდილის შემდეგ მიანიჭა: წითელი ჯვრის მოწყალების დას, მარო მაყაშვილს, საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკს, მამია ალასანიასა და სოხუმის მერს, პოლკოვნიკ გურამ გაბესკირიას, სამშობლოს დამოუკიდებლობის დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის.

საქართველოს პრეზიდენტმა ერთადერთხელ გამოიყენა “თამარ მეფის ორდენით” დაჯილდოების უფლებამოსილება და აღნიშნული სახელმწიფო ჯილდო ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და სამოქალაქო თავდადებისათვის ირინა ენუქიძეს (სიკვდილის შემდეგ) მიანიჭა.

“ოქროს საწმისის ორდენი” გადაეცა 24 უცხოელს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში, მისი ეროვნული უშიშროების ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის  დამყარებაში, საზღვარგარეთ  საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაში, ქართული კულტურის  პოპულარიზაციაში, ქართული მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებაში. მათ შორის არიან: აშშ-ის თავდაცვის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ენდრიუ ვებერი, ევროპარლამენტის წევრი იოჰანნეს კორნელის ვან ბალენი, Khalilzad Associates-ის პრეზიდენტი ზალმაი მამოზი ჰალილზადი; Rumsfeld Foundation-ის ხელმძღვანელი დონალდ რამსფელდი; ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ; საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ჟან ივ ლე დრიანი; კომპანია „გილიად საიენსის” აღმასრულებელი თავმჯდომარე ჯონ მარტინი;
მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისათვის აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი;
ამერიკის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი დეიმონ უილსონი;
სენატში საფრანგეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ალენ გურნაკი;
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი პატრიკ ჯოზეფ ჰიკი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში რუპინი ჰენრი გოდფრი კერალი;
საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ატაშე სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების საკითხებში ხუან ხოსე ეჩანოვე;
აშშ-ის სახმელეთო ძალების სარდალი გენერალ -ლეიტენანტი ფედერიკ ბენ ჰოჯესი;
ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო;
ავღანეთში განლაგებული აშშ-ის  ძალების სარდალი, გენერალი ჟოზეფ დანფორდი (უმცროსი);
აშშ-ის ქვეითი საზღვაო ძალების მეთაური, გენერალი ჯეიმს ფ. ამოსი;
საქართველოს საპატიო კონსული პარაგვაის რესპუბლიკაში კონრადო პაპალარდო სალდივარი;
ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის ოპერატიულ – ტაქტიკურ დონეზე მართვის ხელმძღვანელი, გენერალ – ლეიტენანტი ჯოზეფ ანდერსონი;
სტამბოლის ქართული კულტურის სახლის დამფუძნებელი ერდალ ქუჩუქი (ელიზბარ ცივნარიძე),
მწერალი ქევსერ რუჰი (ქეთევან ხანთაძე);
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იუე ბინი;
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის მეთაური, ევროპაში ნატო-ს შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდალი ფილიპ მარკ ბრიდლავი;
ქალაქ ლევილ სურ ორჟის მერის მრჩეველი დანიელ ესპრენი;
CNFA -ს დირექტორთა საბჭოს წევრი ჯონ კოსტელო.
ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა “წმინდა გიორგი სახელობის გამარჯვების ორდენით” დააჯილდოვა 26 ადამიანი,
“ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით” – 52;
“წმინდა ნიკოლოზის ორდენით” – 4;
“ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით” – 78;
“ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით” – 107;
“ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით” – 95;
“ღირსების ორდენით” – 225,
მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის” – 10;
მედლით „მხედრული მამაცობისათვის” – 46;
მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის” – 19;
“ღირსების მედლით” – 76.

კომენტარები

კომენტარი