ტაშკენტის ქუჩაზე ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, გამწვანების ზოლი მოეწყო

თბილისში, ტაშკენტის ქ. N25-სა და N27-ის ეზოში, ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, გამწვანების ზოლი მოეწყო.
მოსახლეობასთან ერთად, გამწვანების აქციაში მონაწილეობა საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ და მე-5 ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში, დავით უთმელიძემ მიიღეს.
„ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, მოსახლეობის თხოვნითა და მისი აქტიური ჩართულობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის სამუშაოები განვახორციელეთ. ეზოში, რომელიც მანამდე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, სამუშაოების ჩატარების შემდეგ, საკმაოდ დიდი სივრცე გამოჩნდა და გალამაზდა. რაც ყველაზე მეტად მახარებს, ეზო ადგილობრივებთან ერთად გავამწვანეთ“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
აღნიშნულ ეზოში, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, 26 ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, რის შემდეგაც, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ჩატარდა. ასევე, ეზოში მოეწყო ბორდიური და 950 კვადრატულ მეტრზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო.
კომპანია „დი-ეჩ-ელის“ მხარდაჭერით, ეზოში სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები დაირგო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები