თეონა პაიჭაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
15 დეკემბერს, 18:00 საათზე, „აბრეშუმის გალერეაში”, თეონა პაიჭაძის პერსონალური გამოფენა გაიმართება.
„გამოფენის კონცეფცია ეფუძნება თეონა პაიჭაძის შემოქმედებას, რომელიც ინსპირირებულია პირადი გამოცდილებით – მხატვრის მონოლოგი, ინტიმური სიახლოვე განსაზღვრავს სხეულის რაობას დროსა და სივრცეში.
ბრუტალური მასალა – ალუმინის ზედაპირი დამუშავებული ბეჭდური, პოლიგრაფიული საღებავით მხატვრის ექსპერიმენტულ მცდელობებს ეფუძნება და აერთიანებს სხვადასხვა თემას, სერიასა და ნამუშევარს.
გამოფენის ფარგლებში თეონა პაიჭაძის შემოქმედება, მისი პერსონალური ხედვა – მასალის, ნატურისა და საგნების მიმართ თავისუფალი მიდგომა, მეტაფორული აზროვნების ველს ქმნის.
გამოფენის გახსნაზე მსმენელის წინაშე დათო ევგენიძის ბენდი წარდგება.
მის: მ. კოსტავას ქ.59 (ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკა).