„ფოთის ნიკო ნიკოლაძის მემორიალური სახლ-მუზეუმის მინაშენზე გამოვლენილი ხარვეზი მალე აღმოიფხვრება“
ფოთში ნიკო ნიკოლაძის მემორიალური სახლ-მუზეუმის მინაშენზე გამოვლენილ ხარვეზს სამშენებლო კომპანია უახლოესი დღეების განმავლობაში აღმოფხვრის.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენრტოს ინფორმაციით, მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ტაოტბელი“ იმ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების საფუძველზე განახორციელებს, რომელიც მას „საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან“ აქვს გაფორმებული.
ფოთის მემორიალური კოშკის თანამედროვე დიზაინის მინაშენში ნალექმა ძლიერი წვიმების შედეგად ჩაჟონა. შენობის პირველადი დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ წყალმა ინტერიერში შემინული ფასადიდან შეაღწია. ბუნებრივ ნალექს ისტორიული არქიტექტურული ნაგებობა არ დაუზიანებია.
სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურული მეკვიდეობის ძეგლზე დღეიდან დაიწყო და ის, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლომდე გაგრძელდება.