თბილისში გვიან ღამით ოთხი ახალგაზრდა დაჭრეს

თბილისში, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე გვიან ღამით ცივი იარაღით ოთხი ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა ერთ-ერთ ღამის კლუბთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდართან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები