თემურ აბაზოვი: ბინძური პროვოკაციის მსხვერპლი ვარ-ცილისწამებისთვის საჩივარი უნდა შევიტანო

0

მე ვარ ბინძური პროვოკაციის მსხვერპლი, – ამის შესახებ პატიმრობიდან გათავისუფლებულმა მარნეულის ყოფილმა მერმა, თემურ აბაზოვმა განაცხადა. ყოფილი მერის თქმით, მას ცილი დასწამეს და ის თავად აპირებს სასამართლოს მიმართოს.
„მე ვარ ბინძური პროვოკაციის მსხვერპლი. ერთ-ერთმა მოწმემ როგორც განაცხადა, ეს იყო იმისთვის გაკეთებული, რომ მას ასეთი ბინძური გინებითა და ოჯახის შეურაცხყოფით უნდოდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადასვლა. რეალურად ეს ადამიანი იყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. მე მსჯავრდებული არ ვყოფილვარ, მე ვიყავი ბრალდებული. მე საჩივარი უნდა შევიტანო ცილისწამებისთვის, ვინაიდან ჩემი ოჯახი იყო წამოუდგენლად შეურაცხყოფილი“, – განუცხადა „რუსთავი 2“-ს აბაზოვმა.
თემურ აბაზოვს აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დღეს შეეცვალა.
მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი პროკურატურამ 13 ივნისს დააკავა და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა.
მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით 157-ე მუხლის პირველი პრიმის პირველი და მეორე ნაწილით აქვს წაყენებული, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას; პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გადაღება-გავრცელების ორგანიზებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი