ყაზბეგის გამშვებ პუნქტში არადეკლარირებული ალკოჰოლური სასმელები აღმოაჩინეს
ყაზბეგში არადეკლარირებული ალკოჰოლური სასმელები აღმოაჩინეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ჰ.ვ.-ს კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული სხვადასხვა დასახელების სპირტიანი სასმელი (203 ცალი ბოთლი) აღმოაჩინეს.
უწყების ცნობით, საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.