ცემისა და ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით გამოძალვაში სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

0

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ჯგუფური ცემისა და ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით გამოძალვაში სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
როგორც “კვირას” პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 1 ივლისს, გ.გ.-მ, ბ.მ. -მ და ნ.ქ.-მ მათი ნაცნობი თ.კ ზესტაფონის რაიონში მდებარე სასაფლაოს ტერიტორიაზე მიიყვანეს, რომელსაც მათთვის 15 000 ათასი აშშ დოლარის და 50 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ დათქმულ დროს გადაცემა მოსთხოვეს, ხოლო დაშინების მიზნით სამივემ თ.კ.-ს ხელკეტით და ხელებით სცემეს.
სამართალდამცველებმა გ.გ., ბ.მ. და ნ.ქ. 2018 წლის 17 იანვარს ზესტაფონის რაიონში დააკავეს. გ.გ. – ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა უკანონოდ შეძენილი ორ ე.წ. ბაშად დაფასოებული, დიდი ოდენობით – 0,5354 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ჰერონის“ შემცველი ფხვნილი. სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ (ცემა, ჯგუფურად) 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (გამოძალვა ჯგუფურად, დიდი ოდენობით), ხოლო გ.გ.-ს ასევე 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გ.გ., ბ.მ. და ნ.ქ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი